FC DINAMO SOKHUMI

Georgia Flag აფხაზეთისაქართველოა

ს.კ დინამო სოხუმი

სოხუმის „დინამოს“ ისტორია

დაარსდა 1925 წლის 14 იანვარს

ადრეული წლები და წარმატებები

1936 წლიდან გუნდი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სსრ ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებებში. კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1940-იან წლებს.

🏆 საქართველოს ჩემპიონი: 1947, 1948
🍷 საქართველოს თასის მფლობელი: 1944, 1948

1944 წელს ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დამარცხებით (2:1), სოხუმელებმა პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვეს.

სახელოვანი ფეხბურთელები

სხვადასხვა დროს გუნდის ღირსებას იცავდნენ ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები:

ავთანდილ ღოღობერიძე ნიკიტა სიმონიანი თემურ ქეცბაია ოთარ გაბელია ახრიკ ცვეიბა ნიაზ ძიაპშიპა რევაზ ძოძუაშვილი იური ვარდიმიადი

1960-1970-იანი წლები

1965 წლის 22 მაისს სოხუმს თბილისის „დინამო“ ეწვია. მატჩმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ გულშემატკივრები თამაშს სახლების სახურავებიდან ადევნებდნენ თვალს. 1977 წელს გუნდი მეორე ლიგაში ასპარეზობდა და 22 გუნდს შორის მე-14 ადგილს იკავებდა.

1980-იანი წლები და საკავშირო თასი

1986 წელს სოხუმის „დინამომ“ მეორე ლიგის მეცხრე ზონაში მეორე ადგილი დაიკავა. 1987-88 წლების საკავშირო თასზე კი გუნდმა მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც ხარკოვის „მეტალისტს“ დაუპირისპირდა.

1987-ის შემადგენლობა: გ. ჩიხრაძე, თ. ქეცბაია, რ. ხაგბა, მ. ხურცილავა...
👨‍🏫 მწვრთნელები: ნ. ძიაპშიპა, გ. ნორაკიძე, ი. ქოიავა...